ფოთში ყოველ შაბათს დასუფთავების აქცია

ფოთში ყოველ შაბათს დასუფთავების აქცია "სუფთა ქალაქი" ეწყობა

ფოთის მუნიციპალიტეტში ყოველ შაბათს დასუფთავების აქცია „სუფთა ქალაქი“ ეწყობა,რომელიც ფოთის მერის ირაკლი კაკულიას ინიციატივით იმართება. დასუფთავების აქციაში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები არიან ჩართული. დღეს, დასუფთავების აქციაში ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვებისა და საბუღალტრო სამსახურის, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. აქციის ფარგლებში საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დასუფთავდა ქალაქის შემოსასვლელი გზები (ნაბადის და მალთაყვის ტერიტორია). აქციის მთავარი მესიჯია – „ერთად ვიზრუნოთ გარემოზე.“ დასუფთავების აქცია სისტემურ ხასიათს ატარებს და იგი ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე ყოველ შაბათს ეწყობა. #სამეგრელო #ფოთი2017 #სუფთა ქალაქი

კომენტარები

Close
Close