ქალაქის მერი გურიის ქ.#183 და #185 კორპუსების მოსახლეობას შეხვდა

ქალაქის მერი გურიის ქ.#183 და #185 კორპუსების მოსახლეობას შეხვდა

ქალაქ ფოთის მერი ირაკლი კაკულია და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია მალთაყვის უბანში , გურიის ქუჩის # 183 და # 185 საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას შეხვდნენ და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ. მოსახლეობამ მთავარ პრობლემად მრავალსართულიანი კორპუსების დაზიანებული სახურავი დაასახელა. ირაკლი კაკულიას განცხადებით, აღნიშნული კორპუსების გადახურვის სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.გარდა ამისა,ორივე კორპუსში მოხდება ლიფტების რეაბილიტაცია. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

კომენტარები

Close
Close