ქალაქის მერი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

ქალაქის მერი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

ქალაქ ფოთის მერი ირაკლი კაკულია და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ნაბადის უბანში, მზარელუას ქუჩის # 38, # 40 და # 42 საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას შეხვდნენ და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ფოთის მუნიციპალიტეტი აღნიშნულ კორპუსებში უახლოეს პერიოდში შიდა საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია განახორციელებს. ასევე,მზარელუას ქ. # 38 საცხოვრებული კორპუსის სახურავს სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება. მოსახლეობასთან შეხვედრაზე ქალაქის მერმა 2016 წელს განხორციელებულ,მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

კომენტარები

Close
Close