შეხვედრა არზიანის ქ. #2, # 4 და # 6 კორპუსების მოსახლეობასთან

შეხვედრა არზიანის ქ. #2, # 4 და # 6 კორპუსების მოსახლეობასთან

ფოთის მერი ირაკლი კაკულია და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ნაბადის უბანში, არზიანის ქუჩის # 2, # 4 და # 6 კორპუსების მოსახლეობას შეხვდნენ და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ქალაქის მერმა ადგილობრივებისგან პირადად მოისმინა არსებული პრობლემები და საჭიროებები. მოსახლეობამ მთავარ პრობლემად მრავალსართულიანი კორპუსის დაზიანებული სახურავი დაასახელა. ირაკლი კაკულიას განცხადებით, კორპუსის გადახურვის სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.ასევე არზიანის ქუჩა # 6 კორპუსში მიმდინარე წელს შიდა საკანალიზაციო ქსელი მოწესრიგდება.

კომენტარები

Close
Close