ქალაქის მერი ფონდი

ქალაქის მერი ფონდი"ბილივის" წარმომადგენლებს შეხვდა

ქალაქ ფოთის მერი ირაკლი კაკულია საქველმოქმედო ფონდი „ბილივის“ წარმომადგენლებს მარიკა ნადარაიას და თამარ გვაძაბიას შეხვდა,სადაც ფონდის მიერ განხორციელებულ და სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს.

ფონდი „ბილივის“ მიზანია სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების გრძელვადიან შედეგებზე ორიენტირებული მხარდაჭერა.

კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებით ბილივი მხარს უჭერს ქალაქ ფოთში მცხოვრებ ახალგაზრდა თაობას, უქმნის მათ განვითარების ახალ შესაძლებლობებს და საინტერესო სამომავლო პერსპექტივებს.

2015 წელს ფონდი „ბილივის“ მხარდაჭერით განხორციელდა ქ. ფოთის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ცენტრის (,,კოალიცია სოციალური რეფორმებისათვის’’) სრული რეაბილიტაცია , დაფინანსდა ლოგოპედის და ფსიქოთერაპევტის გაკვეთილები, შეძენილ იქნა სავარძელ - ეტლები. 2016 წელს ფონდმა განახორციელა ,,საბინაო მხარდაჭერის კამპანია" და ფოთში მცხოვრებ 23 სოციალურად დაუცველ ოჯახს დაეხმარა ავეჯით და საყოფაცხოვრებო ტექნიკით. 2017 წელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების გაძლიერების მიზნით ,,ბილივმა'' დააფინანსა 7 გრანტი ფოთში მოქმედი ორგანიზაციებისთვის, მათ შორის: ჟესტური ენის შემსწავლელი კურსები სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის, ადაპტირებული ოთახის მოწყობა #8 საჯარო სკოლაში, კინოჩვენება ჟესტურ ენაზე და სხვა.

საქველმოქმედო პროექტების გარდა ,,ბილივი'' მხარს უჭერს საგანმანათლებლო პროექტებს. ორგანიზაციამ ჩაატარა 30 ლექცია-სემინარი „ბილივის“ ახალგაზრდული ჯგუფის - 75 მოსწავლისათვის. ორ თვიანი ბიზნეს გეგმის განვითარების ტრენინგ კურსი და ასევე ჩაატარა ტრენინგები სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროებებთან დაკავშირებით ინკლუზიურ სწავლებაში ჩართული პედაგოგებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლისათვის.

ქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ფონდი „ბილივის“ წარმომადგენლებს საქველმოქმედო პროექტების წარმატებით განხორცილებისთვის .

კომენტარები

Close
Close