ძლიერი ქარი ფოთში

ძლიერი ქარი ფოთში

ძლიერმა ქარმა ფოთში მრავალბინიანი საცხოვრებელი და კერძო სახლების სახურავები დააზიანა. მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები და სადენები. არსებულ ვითარებას ქალაქის მერი ირაკლი კაკულია და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია ადგილზე გაეცნო. მუნიციპალიტეტში შექმნილია მობილური ჯგუფები, რომლებიც ქალაქის მთელ პერიმეტრზე საკონტროლო მონიტორინგს აწარმოებენ. ხორციელდება ცხელ ხაზზე შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება. ფოთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებული ინფრასტრუქტურული ზარალის დასადგენად სპეციალური კომისია მუშაობს. მოგიწოდებთ საჭიროების შემთხვევაში დარეკოთ ცხელ ხაზზე 0493 22 12 95.

კომენტარები

Close
Close