ფოთის მერმა 2016 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა

ფოთის მერმა 2016 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა

• ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კაკულიამ 2016 წელს გაწეული საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა. საანგარიშო მოსმენა ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა. ქალაქის მერმა ყურადღება მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ტურიზმის, ეკონომიკისა და მუნიციპალური სერვისების განვითარების მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებზე გაამახვილა და სკოლამდელი განათლების, კულტურული ღონისძიებებისა და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიმართულებით ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯების მიზნობრიობაზე ისაუბრა. ირაკლი კაკულიამ აღნიშნა, რომ თვითმმართველობამ პრიორიტეტად ტურიზმის განვითარება დაისახა, რაშიც საქართველოს მთავრობისაგან სრული მხარდაჭერა აქვს. მერმა ყურადღება გაამახვილა მალთაყვის უპრეცედენტო პროექტზე, რომლის სრული ღირებულება 18,5 მილიონი ლარია. ქალაქის მერმა ანგარიშში გამოკვეთა ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც რეგიონული განვითარების ფონდის თანადგომითა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ანგარიშის წარდგენას ადგილობრივი ხელისუფლების წევრები, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად მუნიციპალიტეტის გამგებელი წელიწადში ერთხელ მაინც, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით ამომრჩეველს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს აბარებს .

კომენტარები

Close
Close