შეხვედრა თავდადებულის ქუჩის # 7,#9,#11 კორპუსების მაცხოვრებლებთან

შეხვედრა თავდადებულის ქუჩის # 7,#9,#11 კორპუსების მაცხოვრებლებთან

ფოთის მუნიციპალიტეტში, კუნძულის უბანში, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით ,თავდადებულის ქ. # 7, #9 და # 11 საცხოვრებელ კორპუსებში ლიფტების რეაბილიტაციის სამუშაოები იწყება.ასევე მიმდინარე წელს , ფოთის მუნიციპალიტეტი, სამივე კორპუსში გადახურვის სამუშაოებს განახორციელებს. ამის შესახებ ქალაქის მერმა ირაკლი კაკულიამ და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურიამ აღნიშნულ კორპუსებში მცხოვრებლებს პირადად მიაწოდეს ინფორმაცია. მოსახლეობასთან შეხვედრაზე ქალაქის მერმა 2016 წელს განხორციელებულ,მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

კომენტარები

Close
Close