ქალაქის მერი კოსტავას # 16 და #18 კორპუსის მოსახლეობას შეხვდა

ქალაქის მერი კოსტავას # 16 და #18 კორპუსის მოსახლეობას შეხვდა

ფოთის მერი ირაკლი კაკულია და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად კოსტავას ქუჩის # 16 და # 18 კორპუსების მოსახლეობას შეხვდნენ და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ქალაქის მერმა ადგილობრივებისგან პირადად მოისმინა არსებული პრობლემები და საჭიროებები. მოსახლეობამ მთავარ პრობლემად მრავალსართულიანი კორპუსის დაზიანებული სახურავი დაასახელა. ირაკლი კაკულიას განცხადებით, კორპუსის გადახურვის სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.

კომენტარები

Close
Close