შეხვედრა ჭავჭავაძის ქუჩის #138, 140, 142 კორპუსის მცხოვრებლებთან

შეხვედრა ჭავჭავაძის ქუჩის #138, 140, 142 კორპუსის მცხოვრებლებთან

ქალაქ ფოთის მერი ირაკლი კაკულია და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, დღეს , ჭავჭავაძის ქუჩის #138, #140, #142 საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას შეხვდნენ . ირაკლი კაკულიამ შეხვედრაზე 2016 წელს შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ ისაუბრა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს იმ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომელთა განხორციელება მიმდინარე წელსაა დაგეგმილი. აღნიშნულ მრავალსართულიან კორპუსებში მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, ფოთის მუნიციპალიტეტი, უახლოეს პერიოდში შიდა საკანალიზაციო ქსელის, ლიფტების რეაბილიტაციის და გადახურვის სამუშაოებს განახორციელებს.

კომენტარები

Close
Close