ფოთში ზურაბ სარსანიას სახელობის ტურნირი მიმდინარეობს

ფოთში ზურაბ სარსანიას სახელობის ტურნირი მიმდინარეობს

ქალაქ ფოთში ზურაბ სარსანიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მიმდინარეობს. შეჯიბრი ტრადიციულია და იგი ყოველ წელს იმართება. ტურნირში მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა ქალაქის 2003-2004 წლებში დაბადებული 120-მდე მოკრივე ღებულობს. დაჯილდოების ცერემონია 23 აპრილს გაიმართება. საპრიზო ადგილზე გასულ მოკრივეებს თასები, დიპლომები და მედლები გადაეცემათ. ტურნირის ორგანიზატორი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურია. ზურაბ სარსანია გახლავთ 1990/91 წლების შვედეთისა და ფინეთის საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული, 1991 წლის ყოფილი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ახალგაზრდებში, 1992 წლის დ.ს.თ. ქვეყნების პირველობის ფინალისტი, 1993 წლის ევროპის ჩემპიონატის მეორე პრიზიორი და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი. ზურაბ სარსანიას სახელობის ტურნირი კრივში ქალაქში 2005 წლიდან იმართება.

კომენტარები

Close
Close