„არ დაარღვიო საგზაო მოძრაობის წესები“

„არ დაარღვიო საგზაო მოძრაობის წესები“

საქართველოს პროკურატურამ პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში კამპანია - „არ დაარღვიო საგზაო მოძრაობის წესები“ დაიწყო. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, ფოთის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, მოსახლეობისთვის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ფლეშმობი მოეწყო. ღონისძიების მსვლელობისას ავტოსაგზაო შემთხვევის იმიტირებული ჩვენება გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებმაფოთის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საინფორმაციო ფლაერები დაურიგეს. კამპანიის - „არ დაარღვიო საგზაო მოძრაობის წესები“ ფარგლებში საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები სხვადასხვა რეგიონში მოსახლეობისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის ავტოსაგზაო შემთხვევების დროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამომწვევ მიზეზებსა და ქმედებებზე მიაწვდიან ინფორმაციას. ღონისძიების მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია.

კომენტარები

Close
Close