24 აპრილს ფოთში ,რუსთაველის რკალზე,ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე 12:00 საათიდან 17:00 საათამდე გამომცემლობა „პალიტრა L” ორგანიზებით ეწყობა აქცია „მაკულიტერატურა“.
მაკულიტერატურა არის პროექტი, რომელიც უნიკალურ შანსს აძლევს მოსახლეობას გაცვალონ მაკულატურა ახალ წიგნებში. მაკულიტერატურა აქციებს მართავს რეგიონებში მთელი საქართველოს მასშტაბით, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობას ეძლევა შესაძლებლობა ჩააბაროს ძველი წიგნები, გაზეთები ჟურნალები, რვეულები, სანაცვლოდ კი ადგილზე აირჩიოს გამომცემლობა "პალიტრა L" - ის ახალი წიგნები ანუ გაცვალოს მაკულატურა ახალ ლიტერატურაზე. 1 კგ ჩაბარებულ მაკულატურაზე მომხმარებელი მიღეებს 1 ქულას ანუ ერთ ვირტუალურ ”ნერგს”. ყველა წიგნს მინიჭებული აქვს შესაბამისი ”ნერგების” რაოდენობა რომელიც მერყეობს 4 ”ნერგიდან” - 100 ”ნერგამდე”.

მაკულიტერატურის ვებ მისამართია http://www.makuliteratura.ge/ , ხოლო facebook-ის გვერდის ბმულია > https://www.facebook.com/Makuliteratura/.

კომენტარები

Close
Close