რეგიონალური სასკოლო სპორტული ოლიმპიადა მინი კალათბურთში

რეგიონალური სასკოლო სპორტული ოლიმპიადა მინი კალათბურთში

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით საკალათბურთო დარბაზში გაიმართა რეგიონალური სასკოლო სპორტული ოლიმპიადა მინი კალათბურთში 2000-2001-2002 წლებში დაბადებულ საჯარო სკოლების მოსწავლე გოგონათა და ვაჟთა შორის. ოლიმპიადაში მონაწილეობა ფოთის, ზუგდიდის, ჩხოროწყუს, ხობის, მარტვილის, აბაშის, წალენჯიხისა და სენაკის საჯარო სკოლების გოგონათა და ვაჟთა ნაკრებმა გუნდებმა მიიღეს. გოგონათა შორის გამარჯვება აბაშის N2 საჯარო სკოლამ, მეორე საპრიზო ადგილი ხობის- ხიბულის N1 საჯარო სკოლამ, ხოლო მესამე საპრიზო ადგილი წალენჯიხის- ჯვარის N1 საჯარო სკოლამ მოიპოვა. ვაჟებში პირველობა წალენჯიხის-ჯვარის N3 საჯარო სკოლამ, მეორე საპრიზო ადგილი ქალაქ ფოთის N5 საჯარო სკოლამ, ხოლო მესამე საპრიზო ადგილი - მარტვილის-ლეხაინდრაოს სხივის საჯარო სკოლამ მოიპოვა. გამარჯვებული გუნდები მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

კომენტარები

Close
Close