მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი სტუმრად ფოთში

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი სტუმრად ფოთში

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი ლევან ჩოჩია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელს ილიანა დერილოვას შეხვდა,სადაც „ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე მოზარდთა გაცნობიერებულობისა და დამოკიდებულებების შესახებ „ პროექტზე ისაუბრეს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი კვლევისა და და საინფორმაციო კამპანიის ჩატარების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით საპილოტედ 7 საჯარო სკოლა შეარჩია. აქედან, ორი ფოთის მუნიციპალიტეტიდან - N 7 საჯარო სკოლა და სსიპ აფხაზეთის N 21 საჯარო სკოლა. აღნიშნულ შეხვედრას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური უზრუნველყოფის, ვეტერანთა, დევნილთა, გენდერული თანასწორობისა და დასაქმების სამსახურის უფროსი მაია მაკალათია და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი ფოთში ნანა წულაია ესწრებოდნენ.

კომენტარები

Close
Close