ფოთის მუნიციპალიტეტში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა იწყება

ფოთის მუნიციპალიტეტში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა იწყება

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში, ახალი რაიონის დასახლებაში, საბავშვო ბაღის მშენებლობა იწყება.ამ თემასთან დაკავშირებით ქალაქის მერიაში შეხვედრა მოეწყო. ფოთის მერი ირაკლი კაკულია სამხრეთ კავკასიაში ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლობის დირექტორს - ვინსენტ დონტოს შეხვდა და საბავშვო ბაღის მშენებლობისა დაწყებისა და მასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები განიხილა. ახალი სკოლამდელი-სააღმზრდელო დაწესებულების მშენებლობისთვის შეირჩა ტერიტორია და სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. ბაღის მშენებლობისთვის 210 000 ევროა გამოყოფილი. შენობა თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით აღიჭურვება, მოეწყობა ეზო . ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დანიის ლტოლვილთა საბჭოს მხარდაჭერით ხორციელდება. ახალ რაიონში ბაგა-ბაღის მშენებლობა მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით გადაწყდა.

კომენტარები

Close
Close