ფოთის მერმა შპს

ფოთის მერმა შპს "ჩენელ-ენერჯის" მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კაკულია შპს „ჩენელ ენერჯი“-ს წარმომადგენელს შეხვდა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შპს „ჩენელ-ენერჯი“ 2014 წლიდან დღემდე კოალიცია „სოციალური რეფორმებისთვის“ შენობის იჯარის თანხას 1200 ლარის ოდენობით იხდის. კოალიცია „სოციალური რეფორმებისათვის“ 2013 წლიდან ახორციელებს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის დღის ცენტრის ქვეპროგრამას, რომელიც ემსახურება 6-დან 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს. 2016 წლის 18 მაისს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დეპარტამენტის პროგრამების მონიტორინგის სამმართველომ გეგმიური მონიტორინგის ფარგლებში შეისწავლა დღის ცენტრის მუშაობის შესაბამისობა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის დღის ცენტრის მომსახურების სტანდარტებთან“ და “სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2016 წლის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრულ მოთხოვნებთან”, რის შედეგადაც ფოთის დღის ცენტრის სამუშაო პროცესი დარღვევების და შენიშვნების გარეშეა . დღის ცენტრი არაერთ მნიშვნელოვან პროგრამას სთავაზობს ბავშვებს- როგორებიცაა: შეფასება ადაპტური ქცევის სწრაფი შეფასების ინსტრუმენტით, ინდივიდუალური რეაბილიტაცია/აბილიტაციის გეგმის შედგენა, ტრანსპორტირების უზრუნველყოფა - დღის ცენტრში მოყვანა და სახლში დაბრუნება, ორჯერადი კვება, ბენეფიციარების კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვა.

კომენტარები

Close
Close