მე-15 საჯარო სკოლას საჩუქრად წიგნები გადაეცა

მე-15 საჯარო სკოლას საჩუქრად წიგნები გადაეცა

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კაკულიამ ინტელექტუალური თამაშების ფესტივალში გამარჯვებულ მე-15 საჯარო სკოლას საჩუქრად წიგნები გადასცა. ფოთის ინტელექტუალური თამაშების ფესტივალი 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც 13 საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ფესტივალის საუკეთესო მოთამაშე მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლე გურამ მეგრელიშვილი გახდა,რომელსაც მუნიციპალიტეტისგან საჩუქრად პლანშეტური კომპიუტერი გადაეცა, ხოლო პირველი ადგილი მე-15 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა,რომელსაც წიგნის მაღაზიის 1000 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა. ფოთის ინტელექტუალური თამაშების ფესტივალი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებითა და ინტელექტკუბლის მხარდაჭერით ჩატარდა.

კომენტარები

Close
Close