კუნძულის სანაპირო ზოლზე ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდება

კუნძულის სანაპირო ზოლზე ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდება

ფოთის მუნიციპალიტეტში კუნძულის სანაპირო ზოლზე ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდება. ამ თემასთან დაკავშირებით, ქალაქის მერიაში სამეგრელო -ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია,მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია,ფოთის მერი ირაკლი კაკულია , საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია და გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტების მენეჯერს რევაზ გიგილაშვილს შეხვდნენ და განიხილეს ყველა ის საკითხი , რაც ამ პროექტის განხორცილებისთვის არის საჭირო. შეხვედრაზე აღინიშნა ,რომ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, გარემოს დაცვის სამინისტროსა და გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან ერთად მუშაობის შედეგად შავი ზღვის სანაპიროზე მოიძია ის უბნები, რომლებიც ყველაზე მეტად განიცდიან ეროზიას და მათგან შეირჩა ფოთი. შეხვედრა მოეწყო ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურში, დაათვალიერეს კუნძულის უბნის სანაპირო ზოლი და ადგილზე გაეცნენ ტექნიკურ საკითხებს (ზღვის სიღრმე, სიგანე ). შეირჩა ადგილები,სადაც სამუშაოების დაწყებამდე უნდა განთავსდეს ტალღმტეხი ნაგებობები (ტეტრაპოდები),რომლითაც ზღვის სანაპიროს გამაგრება მოხდება. პროექტის მიხედვით, კუნძულის უბანში, 2 კმ-მდე სიგრძის სანაპირო ზოლზე ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდება , სადაც 8000 ცალი ტეტრაპოდი განთავსდება.

კომენტარები

Close
Close