ფოთის მერის ინიციატივით ყოველ შაბათს დასუფთავების აქცია ეწყობა

ფოთის მერის ინიციატივით ყოველ შაბათს დასუფთავების აქცია ეწყობა

ფოთის მუნიციპალიტეტში ყოველ შაბათს დასუფთავების აქცია „სუფთა ქალაქი“ ეწყობა,რომელიც ფოთის მერის ირაკლი კაკულიას ინიციატივით იმართება. დასუფთავების აქციაში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები არიან ჩართული. დღეს, დასუფთავების აქციაში ფოთის მუნიციპალიტეტის კუნძულისა და მალთაყვის ტერიტორიულო ორგანოს თანამშრომლები მონაწილეობდნენ. აქციის ფარგლებში საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დასუფთავდა ქალაქის შემოსასვლელი გზები (ნაბადის და მალთაყვის ტერიტორია). აქციის მთავარი მესიჯია – „ერთად ვიზრუნოთ გარემოზე.“ ქალაქის მერის ირაკლი კაკულიას განცხადებით , დასუფთავების აქცია სისტემურ ხასიათს ატარებს და იგი ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე ყოველ შაბათს ეწყობა.

კომენტარები

Close
Close