საქართველოს პირველ პრეზიდენტს დღეს 78 წელი შეუსრულდებოდა

საქართველოს პირველ პრეზიდენტს დღეს 78 წელი შეუსრულდებოდა

ფოთის საკათედრო ტაძარში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ხსოვნისადმი მიძღვნილი პანაშვიდი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა აღავლინა. 31 მარტი საქართველოში ორი მნიშვნელოვანი თარიღით აღინიშნება, რეფერენდუმისა და პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღით, რომელსაც დღეს 78 წელი შეუსრულდებოდა. ხსოვნისადმი მიძღვნილ პანაშვიდს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 31 მარტს, ზუსტად 26 წლის წინ, საქართველოს მოსახლეობამ საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმზე ქვეყნის დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. ამის საფუძველზე, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღადგინა.

კომენტარები

Close
Close