ჭადრაკში ოთარ ხომერიკის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გაიმართა

ჭადრაკში ოთარ ხომერიკის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გაიმართა

25-30 მარტს, ფოთის საჭადრაკო სკოლაში საქართველოს სპორტის დამსახურებული მწვრთნელის ოთარ ხომერიკის ხსოვნისადმი მიძღვნილი XV საქალაქო ტურნირი ჩატარდა. მასში 100-ზე მეტი ფოთელი მოჭადრაკე ჩაერთო .საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დიპლომებით და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვეს. ოთარ ხომერიკის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ყოველ წელს ფოთის საჭადრაკო სკოლის ორგანიზებით იმართება.

კომენტარები

Close
Close