ქალაქში დასუფთავების აქცია გაიმართა

ქალაქში დასუფთავების აქცია გაიმართა

ფოთის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა,რომელიც ყოველ შაბათს ქალაქის მერის ირაკლი კაკულიას ინიციატივით ეწყობა. დასუთავების აქციაში, ამჯერად , ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის, სკოლამდელი და სკოლის გარეშე აღზრდის დაწესებულებების კოორდინაციის სამსახურის, მერიის შიდა აუდიტის სამსახურის, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის თანამშრომლები ჩაერთვნენ. აქციის ფარგლებში საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დასუფთავდა ქალაქის შემოსასვლელი გზები (ნაბადის და მალთაყვის ტერიტორია). დასუფთავების აქციის მიზანი გარემოზე ზრუნვა და ქალაქში სუფთა გარემოს შენარჩუნებაა. ფოთის მერის ირაკლი კაკულიას განცხადებით , დასუფთავების აქცია ქალაქში ყოველ შაბათს ეწყობა და მასში მერიის სამსახურის თანამშრომლები მონაწილეობენ.

კომენტარები

Close
Close