სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია

სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია

ფოთში სანიაღვრე სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება , რისთვისაც 782 ათას 476 ლარი ლარი დაიხარჯება . აქედან 217 ათასი ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო, ხოლო დარჩენილი თანხა 565 ათას 476 ათასი ლარი რეგიონული განვითარების ფონდიდან. პირველ ეტაპზე ბეტონის არხები ქალაქის 6 ქუჩაზე ჩაიდება. პროექტის ფარგლებში, ქალაქის ქუჩებზე მოხდება პარაბოლური ტიპის ბეტონის არხების გრუნტში ჩაწყობა, რომელიც უხვი ნალექის გატარებას შეუწყობს ხელს.სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციის სამუშაოები ქალაქში 2015-2016 წწ.განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც ბეტონის არხები 12 ქუჩაზე ჩაიდო. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ქალაქისთვის გამოყოფილი ტრანსფერით განხორციელდა,რისთვისაც 1.480.000 ლარი დაიხარჯა.

კომენტარები

Close
Close