ფოთში ინტელექტუალური თამაშების ფესტივალი დასრულდა

ფოთში ინტელექტუალური თამაშების ფესტივალი დასრულდა

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებითა და ინტელექტკუბლის მხარდაჭერით ფოთის ინელექტუალური თამაშების ფესტივალი გაიმართა,სადაც 13 საჯარო სკოლა ჩაერთო. ფესტივალი 3 დღის განმავლობაში გრძელდებოდა.გამოვლინდნენ გამარჯვებულები:მესამე ადგილზე მე -2 საჯარო სკოლა გავიდა, მეორე ადგილის მფლობელი N 1 საჯარო სკოლა გახდა,ხოლო პირველი ადგილი მე-15 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა. ფესტივალის საუკეთესო მოთამაშე მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლე გურამ მეგრელიშვილი გახდა,რომელსაც მუნიციპალიტეტისგან საჩუქრად პლანშეტური კომპიუტერი გადაეცა. გამარჯვებულ გუნდს ქალაქის მერმა ირაკლი კაკულიამ წიგნის მაღაზიის 1000 ლარიანი ვაუჩერი გადასცა.

კომენტარები

Close
Close