ფოთში ინტელექტუალური თამაშების ფესტივალი დაიწყო

ფოთში ინტელექტუალური თამაშების ფესტივალი დაიწყო

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებითა და ინტელექტკუბლის მხარდაჭერით, დღეს ფოთის ინელექტუალური თამაშების ფესტივალი დაიწყო,რომელსაც ქალაქის მერი ირაკლი კაკულია და მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია დაესწრო. ინტელექტუალური თამაშების ფესტივალი 3 დღიანია და მასში 13 საჯარო სკოლა მონაწილეობს. გამარჯვებული გუნდის სკოლას საჩუქრად წიგნის მაღაზიის 1000 ლარიანი ვაუჩერი გადაეცემა,ხოლო ფესტივალის საუკეთესო მოთამაშე პლანშეტური კომოპიუტერით დასაჩუქრდება.

კომენტარები

Close
Close