ფოთის მერიის ადმინისტრაციულ შენობაზე ეროვნული დროშა დაეშვა

ფოთის მერიის ადმინისტრაციულ შენობაზე ეროვნული დროშა დაეშვა

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებების შენობებზე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა. 1921 წლის 17 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ ომის გამოუცხადებლად საქართველოს ანექსია მოახდინა. ქართველი იუნკერები თბილისის მისადგომებთან, ტაბახმელა-კოჯორში განლაგდნენ. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, ყოველი წლის 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.

კომენტარები

Close
Close