შეხვედრა წარმატებულ სპორტსმენებთან

შეხვედრა წარმატებულ სპორტსმენებთან

ქალაქ ფოთის მერი ირაკლი კაკულია და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია წარმატებულ სპორტსმენებს შეხვდნენ და მიღწეული გამარჯვება მიულოცეს. 15 -19 თებერვალს , მარნეულში ჩატარდა კრივში საქართველოს ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის , სადაც ფოთელი მოკრივეები საპრიზო ადგილებზე გავიდნენ : ბადრი ხუციშვილი (64კგ) - I ადგილი, გიორგი კაჭარავა (81კგ) - II ადგილი, ჯანო ჯანაშია (91კგ) - III ადგილი ,დავით ნარსია( 75კგ) - III ადგილი. ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლის მოსწავლეთა ტრიუმფალური შედეგით დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი ქ. თბილისში. 13 წლის გოგონათა შორის საქართველოს ჩემპიონის ტიტული და მსოფლიო ჩემპიონატის საგზური (რუმინეთი- 21-30 აპრილი) მოიპოვა ელენე წოწონავამ. 13 წლის ჭაბუკთა შორის საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა აკაკი ყალიჩავა. 13 წლის გოგონათა შორის ბრინჯაოს მედალი ერგო დიანა ლომაიას, ხოლო 11 წლის ჭაბუკთა შორის ასევე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა თეიმურაზ კვიკვინია. 14-15 თებერვალს ,ზესტაფონში ჭიდაობა სამბოში ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა ,სადაც ფოთელმა მოჭიდავეებმა ოთარ ოჩიგავამ (სამბო) და დავით დგებიამ (ძიუდო)მეორე საპრიზო ადგილი მოიპოვეს.

კომენტარები

Close
Close