დასაქმების ფორუმი ფოთში

დასაქმების ფორუმი ფოთში

ქალაქ ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ( წმინდა ნინოს ქ. #6) 10:00-დან 18:00-მდე იმართება დასაქმების ფორუმი. ნებისმიერ მსურველს, ასაკის, პროფესიისა და სამუშაო გამოცდილების მიუხედავად, შეუძლია, მივიდეს ფორუმზე, გაესაუბროს კომპანიის წარმომადგენლებს და გახდეს „ჯი პი აი ჰოლდინგის“ გუნდის წევრი. „ჯი პი აი ჰოლდინგი“ დასაქმების მსურველებს სთავაზობს საცალო გაყიდვების სპეციალისტის ვაკანტურ პოზიციას, სადაც ისინი გადამზადებასთან ერთად, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დაზღვევას შესთავაზებენ. საუბარია ყველა ტიპის დაზღვევაზე: ჯანმრთელობის, ქონების, ავტომობილის. 2016 წელს „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ მასშტაბური დასაქმების ფორუმი უკვე გამართა. პროექტის ფარგლებში კომპანიამ 200 ადამიანი აიყვანა, რომლებიც წარმატებით აგრძელებენ კარიერას ჯი პი აი ჰოლდინგში.

კომენტარები

Close
Close