ირაკლი კაკულიამ ქალაქ იაზდის სავაჭრო პალატის წევრებს უმასპინძლა

ირაკლი კაკულიამ ქალაქ იაზდის სავაჭრო პალატის წევრებს უმასპინძლა

ქალაქ ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ და საკრებულოშო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ზურაბ ჩაჩუამ , ირანის რესპუბლიკის, ქალაქ იაზდის სავაჭრო პალატის ვიც-პრეზიდენტს ღაზანფარ მირჯალილის და პალატის წევრს მოჰამედ სალავატის უმასპინძლა. ირაკლი კაკულიამ სტუმარს ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. მხარებმა სამომავლო თანამშრომლობის, ურთიერთობების გაღრმავების პერეპექტივებზე და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე საინვესტიციო პროექტებს. მათი განცხადებით, უვიზო რეჟიმი ინვესტიციების მოზიდვას და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

კომენტარები

Close
Close