წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე

16 თებერვალს, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ქალაქ ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ღონისძიება გაიმართა,სადაც ქართველმა პოეტმა , ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ დამსწრე საზოგადოებას თავისი შემოქმედება გააცნო. საქართველოში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე უკვე მეორედ ტარდება, ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია. ,,საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე“ მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ინტელექტუალურ აქციას წელს 50 ქართველი მწერალი და პოეტი შეუერთდა. საჯარო კითხვის აქციაში მონაწილეობა, ცნობილ ადამიანებთან ერთად, ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

კომენტარები

Close
Close