სოციალურად დაუცველ ოჯახებზე შეშის გადაცემა მიმდინარეობს

სოციალურად დაუცველ ოჯახებზე შეშის გადაცემა მიმდინარეობს

ფოთის მუნიციპალიტეტში შეშის (ხის სეპარაციის) გაცემა მიმდინარეობს. ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ადგილობრივი თვითმმართველობისთვის გადაცემული შეშა, მერიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების მიერ წარდგენილი სიების მიხედვით, სოციალურად დაუცველ თანაქალაქელებზე ნაწილდება. შეშას 200 -მდე სოციალურად დაუცველი ოჯახი მიიღებს. ხის სეპარაციის გაცემა ქალაქში 2016 წელსაც განხორციელდა,რომლის ფარგლებში შეშა 170-მდე შეჭირვებულმა ოჯახმა მიიღო.

კომენტარები

Close
Close