სამუშაო შეხვედრა მაჟორიტარის ბიუროში

სამუშაო შეხვედრა მაჟორიტარის ბიუროში

ქალაქის მერი ირაკლი კაკულია და საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე -ზურაბ ჩაჩუა ფოთის მაჟორიტარ დეპუტატს ირაკლი ხახუბიას შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ყველ ის პროექტი, რომელიც ქალაქში 2017 წელს არის დაგეგმილი. შეხვედრაზე აღინიშნა ,რომ ყველა მიმდინარე პროექტებთან ერთად, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას შუამდგომლობით ქალაქ ფოთის ცენტრალურ სტადიონზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდება. ასევე, შესაბამის უწყებებთან ინტენსიური მუშაობის შედეგად იგეგმება ყველა სკოლამდელი-სააღმზრდელო დაწესებულების გაზიფიცირება. შეხვედრას, მაჟორიტარის ბიუროში, ქალაქ ფოთის ვიცე-მერი ლევან ჩოჩია,ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად შუბითიძე და საფინანსო სამსახურის უფროსი ვასილ თოდუა ესწრებოდნენ.

კომენტარები

Close
Close