„გადავარჩინოთ ზღვის შროშანი, ყვითელი ყაყაჩურა, ჰართვისის მუხა“

„გადავარჩინოთ ზღვის შროშანი, ყვითელი ყაყაჩურა, ჰართვისის მუხა“

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კაკულია ასოციაცია „ ქალები რეგიონების განვითარებისათვის „ პრეზიდენტს- მაკა ხეცურიანს და აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს- ნანა ჯულაძეს შეხვდა,სადაც პროექტის- „გადავარჩინოთ ზღვის შროშანი, ყვითელი ყაყაჩურა, ჰართვისის მუხა“-ს შესახებ ისაუბრეს. პროექტის მიზანია ანაკლია - მდ. ჭურიის ზოლის ტერიტორიის დაცვისა და აღდგენის ხელშეწყობა, მცენარეთა ( ზღვის შროშანასა და ყვითელი ყაყაჩურას) გენოფონდის დაცვა, მოვლა, აღდგენა, შენარჩუნება, რელიქტური ჰართვისის მუხის გაშენება. პროექტის განხორციელების შედეგად მოხდება დიუნებზე ლოკალურად გავრცელებული ზღვის შროშანის, ყვითელი ყაყაჩურას გადარჩენა და შემდგომი განვითარება, რელიქტური ჰართვისის მუხის გაშენება, ფოკუს ჯგუფების ინფორმირებულობის ზრდა. აღნიშნულ პროექტს ასოციაცია „ქალები რეგიონების განვითარებისათვის“ კოლხეთის ეროვნულ პარკთან თანამშრომლობით განახორციელებს, რომლის ფარგლებში დაგეგმლია შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან ეკო-ცნობიერების ამაღლების მიზნით, ინფორმირება დაცული ტერიტორიების შესახებ, შესაბამისი ლიტერატურის, საინფორმაციო მასალების მიწოდება, შეხვედრების, პრეზენტაციების, ლექცია-სემინარების ორგანიზება საგანმანათლებლო დაწესებულებებში (მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის), საველე პრაქტიკული ეკო-გაკვეთილების, ეკო-აქციების და დასუფთავების აქციების მოწყობა ,საპილოტე ტერიტორიაზე პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობების შესახებ საინფორმაციო დაფების განთავსება.

კომენტარები

Close
Close