მრავალსართულიან კორპუსებში ლიფტების რეაბილიტაცია იწყება

მრავალსართულიან კორპუსებში ლიფტების რეაბილიტაცია იწყება

ქალაქ ფოთში მრავალსართულიან კორპუსებში ლიფტების რეაბილიტაციის სამუშაოები იწყება. პროექტის მიხედვით, ლიფტების სამონტაჟო სამუშაოები 20 მრავალსართულიან კორპუსში განხორციელდება. ლიფტების რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 000 ლარი დაიხარჯება. ლიფტების რეაბილიტაციის სამუშაოები ქალაქში 2016 წელს დაიწყო და 15 მრავალსართულიან კორპუსში განხორციელდა,რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 110 ათას 647 ლარი დაიხარჯა. მრავალსართულიან კორპუსებში ლიფტების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები ქალაქში ბოლო 20 წლის მანძილზე არ განხორციელებულა.

კომენტარები

Close
Close