14 იანვარი- ქართული თეატრის დღე

14 იანვარი- ქართული თეატრის დღე

14 იანვარი ქართული თეატრის დღეა. თარიღის აღსანიშნავად, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა ლაშა ბუღაძის კომედია „თეატრი“ წარუდგინა მაყურებელს. სპექტაკლის რეჟისორი გაბრიელ გოშაძეა. ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით, ქალაქ ფოთის მერის ირაკლი კაკულიას ინიციატივით, ფოთელ მსახიობებს საჩუქრად ფულადი ჯილდო გადაეცა. პროფესიული დღესასწაულის აღნიშვნა 1850 წელს გიორგი ერისთავის მიერ დადგმულ სპექტაკლს "გაყრა" უკავშირდება.

კომენტარები

Close
Close