ფოთში საშობაო ალილო გაიმართა

ფოთში საშობაო ალილო გაიმართა

დღეს, შობის დღესასწაულზე, ფოთში ტრადიციული ალილო გაიმართა. სადღესასწაულო მსვლელობა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრიდან დაიწყო. მლოცველებმა ალილოს სიმღერით შემოიარეს ქალაქის ქუჩები და შეჭირვებული ოჯახების დასახმარებლად შემოწირულობები შეაგროვეს. ალილოს მონაწილეებს, მერის ადმინისტრაციულ შენობასთან ქალაქის მერი ირკალი კაკულია,მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია და სხვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეურთდნენ და ტკბილეული და საჩუქრები გადასცეს. საშობაო ნობათი სოციალურად შეჭირვებულ მოქალაქეებს გადაეცემათ. ალილოს ტრადიცია საქართველოში 15 წლის წინ აღდგა და საყოველთაო დღესასწაულის სახე მიიღო. ყოველი წლის 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე ალილოს მსვლელობაში ათასობით მართლმადიდებელი მონაწილეობს. „დღეს მართლმადიდებლური სამყაროსთვის განსაკუთრებული დღეა. ჩემს თანაქალაქელებს და სრულიად საქართველოს ვულოცავ მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს და სიკეთეს, რწმენის სიმტკიცესა და მხნეობას ვუსურვებ. როგორც ყოველთვის, წელსაც სიამოვნებით შევუერთდით ალილოს ტრადიციულ მსვლელობას და საშობაო საჩუქრები გადავეცით”, - განაცხადა ირაკლი კაკულიამ.

კომენტარები

Close
Close