საახალწლო შოუ-პროგრამა პატარებისთვის

საახალწლო შოუ-პროგრამა პატარებისთვის

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სპეციალურად პატარებისთვის, მოძრაობის თეატრის მსახიობებმა სპექტაკლი „აბრაკადაბრა“ და საახალწლო - გასართობი შოუ პროგრამა წარმოადგინეს. ღონისძიების ფარგლებში მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვთა ცენტრის პატარებს , მარტოხელა დედის შვილებს, დედ-მამით ობოლ, მრავალშვილიან ოჯახთა ბავშვებს მუნიციპალიტეტმა საჩუქრად საახალწლო ნუგბარი გადასცა. საბავშვო ღონისძიება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.

კომენტარები

Close
Close