წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოება

წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოება

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის დრამატულ თეატრში 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა,რომელსაც ქალაქის მერი ირაკლი კაკულია,მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია , სპორტული საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები, დამსახურებული სპორტის მასწავლებლები, ვეტერანი სპორტსმენები და იუბილარები ესწრებოდნენ. წლის განმავლობაში სხვადასხვა რანგის შეჯიბრებებში მიღწეული თვალსაჩინო წარმატებისათვის 10 საუკეთესო სპორტსმენი და მწვრთნელი დაჯილდოვდა,რომელთაც სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. ქალაქის საუკეთესო სპორტულ კლუბად „ფოთის კოლხეთი 1913 „ დასახელდა. ქალაქ ფოთის 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენად კაზანში გამართული ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული,სოფიაში მსოფლიო ჩემპიონატის მე-2 ადგილის მფლობელი,მოსკოვში გამართული მსოფლიო თასის ბრინჯაოს მედლის მფლობელი ნიკო კუცია გახდა. საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაში ჭიდაობაში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ზურაბ ტუღუში დაჯილდოვდა. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ირაკლი კაკულიას ინიციატივით დაჯილდოვდა შემდეგი სპორტსმენები: როლანდ გარუჩავა(კალათბურთი) ,თამაზ შალიკაშვილი(ფეხბურთი), გიორგი ჩხარტიშვილი (ცხენოსნობა),ლაზარე გადელია(ჭიდაობა), ბადრი ქორჩილავა (აღმოსავლური ორთაბრძოლა ტაიკვანდოში), ბადრი ხუციშვილი(კრივი), ზურაბ კალანდაძე(" BMW კლუბ ჯორჯია ფოთის" კლუბში შეტანილი წვლილისა და პოპულარიზაციისათვის). ღონისძიებაზე ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის,პროფესიისადმი ერთგულებისთვის,ქალაქის ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის,ფიზიკური კულტურისა და სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ ქალაქის ვეტერანი , იუბილარი სპორტსმენები და დამსახურებულ პედაგოგები.

კომენტარები

Close
Close