წარმატებული ფოთელი მოჭადრაკეების დაჯილდოება

წარმატებული ფოთელი მოჭადრაკეების დაჯილდოება

ფოთში 2016 წლის წარმატებული მოჭადრაკეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ქალაქის წლის საუკეთესო მოჭადრაკედ მოქმედი საქართველოს ჩემპიონი 18 წლის გოგონათა შორის - ანი ჭანტურია დასახელდა. წლის საუკეთესო მოჭადრაკის ნომინანტებად დასახელდნენ საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორი 20 წლამდე ჭაბუკთა შორის - ნიკა ღვამბერია, საქართველოს ვიცე-ჩემპიონი 12 წლის გოგონათა შორის - დიანა ლომაია და საქართველოს ჩემპიონი 8 წლის ჭაბუკთა შორის - კახაბერ კიზირია. ჭადრაკში წლის წარმატებულ საჯარო სკოლად დასახელდა ფოთის მე-5 საჯარო სკოლა. წარმატებული ფოთელი მოჭადრაკეები მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა ნონა გაფრინდაშვილმა, ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურიამ დააჯილდოვეს. საზეიმო ღონისძიებაზე მუსიკალური ნომრები თავად ფოთის საჭადრაკო სკოლის მოსწავლეებმა შეასრულეს.

კომენტარები

Close
Close