ნონა გაფრინდაშვილი სტუმრად მერთან

ნონა გაფრინდაშვილი სტუმრად მერთან

ქალაქის მერმა ირაკლი კაკულიამ ქართველ დიდოსტატს, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს - ნონა გაფრინდაშვილს უმასპინძლა და ფოთის საჭადრაკო სკოლის მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. შეხვედრას მერის მოადგილე ნიკოლოზ გრიგოლია ,სამეგრელო ზემო სვანეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გერმანე სალია და საჭადრაკო სკოლის დირექტორი დავით კოდუა ესწრებოდნენ. ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, საჭადრაკო ოლიმპიადების თერთმეტგზის გამარჯვებული, პირველი დიდოსტატი ქალი, პირველი დიდოსტატი ქალი ვაჟთა შორის და ყველა საჭადრაკო ტიტულის მფლობელია.

კომენტარები

Close
Close