2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა, რომელსაც ვიცე-მერი ლევან ჩოჩია, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია, საფინანსო სამსახურის უფროსი ვასილ თოდუა, საკრებულოს „ფრაქცია ქართული ოცნების“ წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლები და ქალაქის მოსახლეობა ესწრებოდა. ფოთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი 15 მილიონ 600 ათასი ლარით განისაზღვრა. მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის ძირითადი პრიორიტეტებია: ინფრასტრუქტურის განვითარება,მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, განათლების ხელშეწყობა, კულტურა, , ახლგაზრდული და სპორტული პროექტები. ვიცე-მერმა ,ლევან ჩოჩიამ, შეკრებილ საზოგადოებას მომავალ წელს დაგეგმილი პროექტებისა და პროგრამების თაობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურის უფროსმა ვასილ თოდუამ ბიუჯეტის მაჩვენებლებზე, კერძოდ, შემოსულობებზე, გადასახდელებსა და ნაშთის ცვლილებზე ,პროგრამებისა და ქვეპროგრამების მნიშვნელობასა და მიზნებზე ისაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2017 წლის ბიუჯეტს თვის ბოლოს დაამტკიცებს.

კომენტარები

Close
Close