უფასო სამედიცინო გამოკვლევები ლაზიკამედში

უფასო სამედიცინო გამოკვლევები ლაზიკამედში

სამედიცინო კლინიკა "ლაზიკამედისა" და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, ქალაქ ფოთში, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა. სამედიცინო გამოკვლევების პროცესს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი მაია მაკალათია ესწრებოდა. აქციაში სამედიცინო დაწესებულებების წამყვანი სპეციალისტები მონაწილეობდნენ. სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მაღალკვალიფიციური ლაბორატორიული და ულტრასონოგრაფიული კვლევები ჩაუტარდათ. მოსახლეობას სხვადასხვა პროფილის ექიმებთან კონსულტაციების შემდეგ დანიშნულების შესაბამისად მედიკამენტები უფასოდ გადაეცათ.

კომენტარები

Close
Close