შეხვედრა მონადირეებთან

შეხვედრა მონადირეებთან

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კაკულია მონადირეებს შეხვდა და მათ სფეროში არსებულ პრობლემებზე ესაუბრა. მათი განმარტებით, კოლხეთის ეროვნულ პარკში გადაადგილებისას მათ გარკვეული შეზღუდვები აქვთ. კერძოდ, ისინი ყვებიან, რომ მათ პალიასტომის ტბის გავლით, იარაღის თუნდაც დაშლილ მდგომარეობაში გადატანა და იმ ადგილებამდე მიტანა, სადაც ნადირობაა ნებადართული, ეკრძალებათ. სანადირო ტერიტორიებზე მოხვედრა ეროვნული პარკის გავლის გარეშე შეუძლებელია. მონადირეები განმარტავენ, რომ გადამფრენი ფრინველები სწორედ აღნიშნულ ტერიტორიაზე ბუდობენ. ირაკლი კაკულია მონადირეებს დახმარებას დაპირდა და განუცხადა, რომ მათ ყველა პრობლემას შესაბამის ორგანოებს გააცნობს. შეხვედრას ფოთის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს თავმჯდომარე ზურაბ ჩაჩუა, მონადირეთა კავშირის წარმომადგენლები და მონადირეები ესწრებოდნენ.

კომენტარები

Close
Close