სახალხო მთქმელის რუსუდან ნარსია-ჯინჭარაძის წიგნის პრეზენტაცია

სახალხო მთქმელის რუსუდან ნარსია-ჯინჭარაძის წიგნის პრეზენტაცია

ფოთის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში სახალხო მთქმელის ქალბატონი რუსუდან ნარსია-ჯინჭარაძის ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი ,,ზღვის სურნელი’’ ფონდი ‘’ქველმოქმედი 2015’’-ისა და საბიბლიოთეკო გაერთიანების დახმარებით გამოიცა. წიგნის პრეზენტაციას პედაგოგები, სკოლის მოსწავლეები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრობოდნენ. რუსუდან ნარსიას ლექსები წაიკითხეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ხოლო ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა არჩილ ხორავას სახელობის სასწავლებელთან არსებულმა ფოლკლორულმა გუნდმა გია გურგენაძის ხელმძღვანელობით.

კომენტარები

Close
Close