დამეგობრებული ქალაქები

  1. ქალაქი ლარნაკა – კვიპროსი (1988 წლიდან)

თანამშრომლობის სფეროები: კულტურა, ტურიზმი

ლარნაკა – ქალაქი კვიპროსში,  ქვეყნის სამხრეთ–აღმოსავლეთ სანაპიროსთან.  ლარნაკა  კვიპროსის სამხრეთ სანაპიროს სიდიდით მესამე ქალაქია; მოსახლეობის რაოდენობა 72 000. ის არის კუნძულის  სიდიდით მეორე კომერციული პორტი და მნიშვნელოვანი ტურისტული კურორტი. www.larnaka.com

2. ბურგასი – ბულგარეთი (1998 წელიდან)

თანამშრომლობის სფეროები: ეკონომიკა, განათლება, ვაჭრობა, კულტურა, სპორტი.

ბურგასი – ქალაქი ბულგარეთში, ბურგასის ყურის სანაპიროზე.  ქ. ბურგასი ბურგასის ოლქის ადმინისტრავიული ცენტრია. ბურგასი ბულგარეთის შავი ზღვის სანაპიროს სიდიდით მეორე ქალაქია. მოსახლეობის რაოდენობა 200, 271. ბურგასი მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სატრანსპორტო, კულტურული და ტურისტული ცენტრია.  www.burgas.bg

3. ნავპლიონი – საბერძნეთი. 2000 წელი

თანამშრომლობის სფეროები: კულტურა, ეკონომიკა

ნავპლიონი – ქალაქი საბერძნეთში. ნავპლიონი საპორტო ქალაქია. მოსახლეობის რაოდენობა 16. 885. ნავპლიონი წარმოადგენს არგოლისის რეგიონული ერთეულის ადმინისტრაციულ ცენტრს.  www.nafplio.gr

4. ილიჩოვსკი – უკრაინა (2003 წლიდან)

თანამშრომლობის სფეროები: ეკონომიკა, კულტურა, განათლება, ჯანდაცვა.

ილიჩოვსკი წარმოადგენს უკრაინის ერთ–ერთ ზღვისპირა ქალაქს, ოდესიდან 20 კმ დაშორებით. წარმოადგენს საპორტო ქალაქს, მძლავრად არის განვითარებული საპორტო ინფრასტრუქტურა და ამ მხრივ წარმოადგენს უკრაინის ყველაზე უფრო შემოსავლიან ქალაქს. 

5. ლუგანსკი – უკრაინა  (2005 წლიდან)

თანამშრომლობის სფეროები:  სავაჭრო–ეკონომიური, მეცნიერულ–ტექნიკური და კულტურული.

ქალაქი ლუგანსკი– აღმოსავლეთ უკრაინაში   ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია. მდებარეობს მდინარეების ლუგანისა და ოლხოვაიას შეერთების ადგილას;  კიევიდან 811 კილომეტრითაა დაშორებული. www.loga.gov.ua

6. ოსტამარი – შვედეთი  (2007 წლიდან)

თანამშრომლობის სფეროები:  სოციალური და ინფრასტრუქტურული სფერო, ტურიზმი.

ოსტამარი – ქალაქი შვედეთში. ოსტამარი შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმიდან  ჩრდილოეთით 100კმ–ში მდებარეობს. გადაჭიმულია ბალტიის ზღვის ლამაზ არქიპელაგზე. ქალაქის მოსახლეობა 22000;  ქალაქის შემადგენლობაში შედის 1000-მდე კუნძული, განვითარებულია თევზაობა, ცურვა და ნავოსნობა. ქალაქს გააჩნია მძლავრი ინდუსრტია და ეკონომიკა.www.osthammar.se

7.  ვოლოსი – საბერძნეთი (2007 წლიდან)

თანამშრომლობის სფეროები:  ეკონომიკა, ჯანდაცვა, კულტურა, ტურიზმი.

ვოლოსი – საბერძნეთის საპორტო ქალაქი, მდებარეოს ათენიდან ჩრდილოეთის 326 კმ–ში. მოსახლეობის რაოდენობა 14442. ვოლოსი წარმოადგენს მნიშვნელოვან ინდუსტრიულ ცენტრს, მისი პორტი აკავშირებს ევროპასისა და  აზიის ქვეყნებს. კომერციული თვალსაზრისით საბერძნეთის რიგით მესამე ქალაქია.www.volos-city.gr

8. სევასტოპოლი – უკრაინა (2008 წლიდან)

სევასტოპოლი მდებარეობს ქალაქი უკრაინაში, ყირიმის ნახევარკუნძულის სამხრეთ–დასავლეთით შავი ზრვის სანაპიროზე.ქალაქი შეფენილია სევასტოპოლის ყურის ნაპირების ტერასაზე. ყურე ქალაქს ყოფს სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილებად. მოსახლეობის რაოდენობა 350 000–მდე. ოდესის პორტის შემდეგ სიდიდით მეორე საპორტო ქალაქია უკრაინაში.www.sev.gov.ua

9. შანვეი – ჩინეთი (2001 წლიდან)

თანამშრომლობის სფეროები:  ეკონომიკა, კულტურა.

წარმოადგენს გუანგდონგის პროვინციის ქალაქს. www.shanwei.gov.cn

10. ვარნა - ბულგარეთი (1995 წლიდან)  www.varna.bg

11.კირიატ იამი - ისრაელი (2015 წლიდან)

12.კალინინგრადი - რუსეთი (2001 წლიდან)  www.klgd.ru

tel: (4012)92 34 47

e.mail: press@klgd.ru

კომენტარები

Close
Close