საჯარო ინფორმაციის გაცემის წესი

საჯარო ინფორმაცია – ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის: ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერი), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია;
საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით - პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა;
ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში;
საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირი წარადგენს წერილობით განცხადებას;
გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის ასლის მიწოდების შემთხვევაში ასლის გადაღებისათვის აუცილებელი თანხის ანაზღაურება ხდება ,,საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
საჯარო ინფორმაცია (მათ შორის ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია) გაიცემა დაუყოვნებლივ ან კანონით დადგენილ შემთხვევებში არა უგვიანეს 10 (ათი) დღისა.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება
ანა კილასონია
ტელ: 591 41 03 26
ელ-ფოსტა: poti.info@gmail.com
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შესაძლებელია ასევე ელექტრონული ფორმით poti.info@gmail.com
 

კომენტარები

Close
Close